მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
კოვიდ-19-ით ინფიცირებული, ოთარ ჩალათაშვილი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ბინაზე მკურნალობს.
როგორც რადიო ჰერეთთან მედიკოსებმა განმარტეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საკრებულოს თავმჯდომარესთან კონტაქტში მყოფი პირები, ეპიდემიოლოგებმა, თვითიზოლაციაში
გადაიყვანეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კახეთში კორონა ვირუსის 198 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონში, სექტემბრიდან დღემდე, კოვიდ-19-ის 3346 შემთხვევაა გამოვლენილი.
გამოჯანმრთელდა 1566 მოქალაქე.