მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი ოპოზიციას კიდევ ერთხელ ხვდება

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი განაგრძობენ შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან,

ელჩის რეზიდენციაში კონსულტაციებისთვის მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია. მათ შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. განხილვის თემა, სავარაუდოდ, არჩევნები და კონსულტაციების მესამე რაუნდია.

შეგახსენებთ, ოპოზცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და მოითხოვს ცესკო-ს ხელმძღვანელების შეცვლას და ახალი არჩევნების ჩატარებას.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. მას შემდეგ ელჩები ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებენ. მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ქართულ ოცნებაში“ ამ დრომდე გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button