Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

200-ზე მეტი ადამიანი ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას თავდებში უდგება

შეიცვლება თუ აღკვეთის ღონისძიება - სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

103

დატოვებს თუ არა სასამართლო ორ კარტოგრაფს პატიმრობაში, დღეს გახდება ცნობილი. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

დაცვის მხარე სხდომაზე აღკვეთის შეცვლას მოითხოვს და მოსამართლეს დამატებით 200 ადამიანის თავდებობას წარუდგენს. ადვოკატის თქმითვე, ასევე აქვთ ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომ სადავო რუკები გამოუსადეგარია.

ადვოკატები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დატოვონ პოლიტიკურ ტყვეობაში უკანონოდ დაკავებული კომისიის წევრები.

უცვლელია უფლებათდამცველების კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც საქმეში ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამ

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება, უარი ეთქვათ ირაკლი ღარიბაშვილის და სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო

ოფიციალურ წერილზე პასუხს არ სცემს.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ უწყება მიზანმიმართულად მალავს მელაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელ დოკუმენტებს. დე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოვისმინოთ ივერი მელაშვილის ადვოკატის , ედუარდ მარიკაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის ხმები

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი