მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში კოვიდ კლინიკების გაზრდა იგეგმება

კახეთის რეგიონში შესაძლოა კოვიდ კლინიკების რაოდენობა გაიზარდოს- ამის შესახებ მედიასთან კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.

შიოშვილის განმარტებით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება.

“რეგიონში ეპიდსიტუაცია არის სტაბილური და კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, მალე კოვიდკლინიკების დამატება მაინც მოხდება. დღევანდელი მდგომარეობით, კლინიკებში მომსახურებას იღებს ყველა, ვისაც ეს გადაუდებლად სჭირდება, მაგრამ რესურსი ამოუწურავი არ არის,
ამიტომ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” – განაცხადა შიოშვილმა.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა დაწესებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა.

“ეს არ არის სისტემური „ლოქდაუნი“ რაც გამოიწვევს ეკონომიკის სრულად გაჩერებას. ვირუსთან ადაპტაციის და მართვის სტრატეგია გრძელდება რამდენიმე ეტაპად და კონკრეტული პერიოდებით იმოქმედებს უფრო მეტად გამკაცრებული, თუმცა ისევ წერტილოვანი შეზღუდვები, რომლის ძირითადი ნაწილი შეეხება ცალკეულ, ყველაზე დიდი მობილობის მქონე ქალაქებს” – განმარტა ირაკლი შიოშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის რეგიონში სამი კლინიკა, თელავის ცენტრალური სავადმყოფო, ლაგოდეხის ” არქიმედე” და საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალი მთლიანად კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობას ეთმობა.

შერეული პროფილის საავადმყოფოდ რჩება თელავის რეფერალური ჰოსპიტალი.რეგიონში კორონა ვირუსით ინფიცირებულებისათვის მუშაობს ონლაინ კლინიკა და ორი კოვიდ სასტუმრო.
დიდი ქალაქების ჩამონათვალში, სადაც შეზღუდვები, 28 ნოემბრიდან დაწესდა, ქალაქი თელავიც შედის.

მსგავსი პოსტები

Back to top button