მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხში კორონავირუსით, არქიმედეს კლინიკის 5 თანამშრომელი დაინფიცირდა

ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში, კორონა ვირუსით, მედპერსონალის ინფიცირების, ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სამი ინფიცირებული კოვიდის მართვაში ჩართული მედპერსონალი, ხოლო ორი სამშობიარო კლინიკის თანამშრომელია.ხუთ ინფიცირებულ მედიკოსს შორის, ერთი ორსულია.

არქიმედეს კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნიკოლოზ ყარალაშვილის ინფორმაციით, შემთხვევები გეგმიური ტესტირების დროს გამოვლინდა.

” გეგმიური ტესტირების შედეგად, მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ბინაზე მკურნალობენ და ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის არანაირი გართულება არ აქვთ”- განაცხადა ყარალაშვილმა.

კლინიკა მუშაობას აგრძელებს და პაციენტებს, ჩვეულ რეჟიმში იღებს.

ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკა, ოქტომბრის ბოლოდან კოვიდ- მიმღებ კლინიკად გადაკეთდა და კორონა ვირუსით ინფიცირებული, 30 პაციენტის მიღება შეუძლია.

დღევანდელი მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კორონა ვირუსის 475 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი

მსგავსი პოსტები

Back to top button