Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სანდრა გადელია საბავშვო ევროვიზიაზე მეექვსე ადგილზე გავიდა

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine.

117

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. მან 200 ქულა მიიღო.

საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია კი 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

ქართველი კონკურსანტი მე-7 ნომრად გამოვიდა. სანდრა გადელიამ გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერა „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone) შეასრულა.

პანდემიის გამო, საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კონკურსში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი