Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მარადონას გამოსახულება არგენტინულ ბანკოტზე

52

არგენტინელი მოსახლეობის დიდი ნაწილი არგენტინულ ფულზე მარადონას გამოსახულების დატანას პეტიციის სახით ითხოვს.

ქვეყანაში ყველაზე დაბალი ნომინალის კუპიურა ამ დროისთვის ათასი პესოა, რაც 12 დოლარის ექვივალენტია. ბოლო ორი წელია არგენტინული ვალუტა მნიშვნელოვან დევალვაციას განიცდის.

მოსახლეობა თვლის, რომ 10 000 პესოს ბანკნოტზე ლეგენდარული ფეხბურთელის სილუეტის გამოსახვა და მისი მიმოქცევაში ჩაშვება ქვეყნის ეკონომიკისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

შეთავაზებული კუპიურის დიზაინი არგენტინის დროშის ფერებითაა გაფორმებული.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი