ეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოს საგარეო ვალი კიდევ იზრდება

2021 წელს საქართველოს საგარეო ვალი 5 მილიარდზე მეტით გაიზრდება.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ასევე 1-ლი იანვრიდან პენსიების მომატება და სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდა. დამატებით 60 მილიონია გამოყოფილი პოლიციისა და ჯარის გაზრდილი ხელფასებისთვის.

“მიუხედავად პანდემიისა, რესურსების უდიდესი დანახარჯისა, რასაც პანდემიასთან ბრძოლა საჭიროებს, ჩვენ ვალდებულებები და დაპირებები შესრულებული გვაქვს და ასახულია ბიუჯეტის პროექტში,” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტის დაკორექტირებული პროექტი პარლამენტში დააბრუნა. 2021 წელს თითქმის 18.4 მილიარდი ლარის ათვისება იგეგმება. აქედან 1.4 მილიარდი ანტიკრიზისული ეკონომიკური მხარდაჭერისთვის არის გათვალისწინებული.

მთავარი ფინანსური დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს

ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ,ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ცოტნე  ყავლაშვილს და    განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს მოვუსმინოთ

 

მსგავსი პოსტები

Back to top button