მსოფლიოსპორტ-ნიუსი

“რეალმა” ისევ წააგო

პირველ დეკემბერს, ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა. A-ჯგუფში „ატლეტიკომ“ მიუნხენის „ბაიერნთან“, რომელსაც ისედაც განაღდებული ქონდა პლეი-ოფის საგზური, 1 ბურთიანი ფრე ითამაშა.

ამავე ჯგუფში მოსკოვის „ლოკომოტივი“ საკუთარ სტადიონზე 1:3 დამარცხდა „ზალცბურგთან“ და ჯგუფში ჩარჩა.
რუსული კლუბებიდან, „კრასნოდარი“ და „ზენიტი“ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ.

B ჯგუფში „ინტერმა“ მიუნხენურ „გლადბახს“ 3:2 მოუგო. მთავარი სენსაცია ამ ჯგუფში მოხდა, დონეცკის „შახტარმა“ საკუთარ კედლებში მადრიდის „რეალს“ სძლია 2:0. სამეფო კლუბის კარში გოლები, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა, დენტინიომ და სოლომონმა გაიტანეს.

C ჯგუფში „პორტუმ“ და“მანჩესტერ-სიტიმ“ ნულოვანი ფრე ითამაშეს და ფაქტიურად, ერთი ტურით ადრე პორტუგალიურმა გრანდმა პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.
„მარსელმა“ „ოლიმპიაკოსი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 13 მატჩიანი წაგებების სერია დაასრულა.

D ჯგუფში მერსისაიდულმა „ლივერპულმა“ ჰოლანდიურ „აიაქსს“ 1:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე ყოველგვარი თეორიული და პრაქტიკული შანსების გარეშე გადავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button