Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კრიშტიანო რონალდო Golden foot Award-ის პრიზის მფლობელი გახდა

99

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ეს ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო.

მან 10 კანდიდატს შორის იმარჯვა და ისეთ ვარსკვლავებს გადაუსწრო, როგორებიც არიან: ლიონელ მესი, არტურო ვიდალი,რობერტ ლევანდოვსკი, ნეიმარი, ჯორჯო კიელინი, მოჰამედ სალაჰი, სერხიო რამოსი, ჟერარ პიკე და სერხიო აგუერო.

Golden foot-ის პრიზი პირველად 2003 წელს იტალიელ რობერტო ბაჯოს გადაეცა. შარშან კი მისი მფლობელი მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ხორვატი ლუკა მოდრიჩი გახდა.

აღსანიშნავია, რომ პრიზი გადაეცემათ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც 28 წლის ასაკს არიან გადაცილებულნი და კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი