კულტურამოზაიკამსოფლიო

კანადელი მსახიობი ელენ პეიჯი ტრანსგენდერი გახდა

კანადელმა მსახიობმა ელენ პეიჯმა თავი ტრანსგენდერად გამოაცხადა და ელიოტი დაირქვა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ბედნიერი ვარ, მაგრამ მეშინია ე.წ. „ხუმრობების,“ სიძულვილისა და ძალადობის, რომელიც დღეიდან ჩემ წინააღმდეგ იქნება მომართული“, – წერს 33 წლის მსახიობი Twitter-ზე.

2014 წელს პეიჯმა განაცხადა, რომ ლესბოსელია. ის უკვე 2 წელია ქორწინებაშია მოცეკვავე ემა პორტნერთან.

ამჟამად პეიჯს Netflix-ის სერიალში იღებენ.
2007 წლის ფილმში „ჯუნო“ შესრულებული როლისთვის მსახიობი „ოსკარზე“ იყო წარდგენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button