Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლაგოდეხმა კახეთის მასტერლიგა მოიგო

140

მასტერლიგის რეგიონალური ტურნირის ფინალში ლაგოდეხის „აფენის“ ფეხბურთელებმა მეტოქე დედოფლისწყაროელები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

ორგანიზატორებმა გამარჯვებულ გუნდს, თასის გარდა 1000 ლარის ოდენობის თანხაც გადასცეს.

მასტერლიგის ტურნირზე ქვეყნის პირველობისთვის ბრძოლას, რეგიონში პირველ და მეორე ადგილზე გასული ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს გუნდები აგრძელებენ.

აღნიშნული ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მასში ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც კახეთის რეგიონალური ჩემპიონის ტიტული ლაგოდეხელმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი