Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

იაპონია გაყიდვიდან ამოიღებს ბენზნსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს

იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს გეგმის თანახმად, ახალი ავტომობილები მხოლოდ ელექტრო ან ჰიბრიდული უნდა იყოს

179

2035 წლისთვის იაპონიის მთავრობა შიდა საავტომობილო ბაზრის რეგულირების წესების გამკაცრებას, კერძოდ კი, გაყიდვიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს გეგმის თანახმად, ახალი ავტომობილები მხოლოდ ელექტრო ან ჰიბრიდული უნდა იყოს. შეზღუდვების საბოლოო მიზანია, რომ 2050 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და სხვა სათბური გაზების ამოფრქვევა შეწყდეს.

ამჟამად იაპონურ ავტობაზარზე საკმაოდ ბევრი ჰიბრიდული ავტომობილია, ისინი თითქმის ყველა ავტომწარმოებლის ხაზებშია წარმოდგენილი. რაც შეეხება ელექტრომობილებს, ფართო მომხმარებისთვის ისინი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იწარმოება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი