მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ელჩებს ოპოზიციის ლიდერები კიდევ ერთხელ შეხვდებიან

ოპოიზიციის ლიდერები ელჩებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. ისინი მოლაპარაკებებზე ახალი წინადადებით მივლენ, თუმცა რა იქნება ეს შეთავაზება ამაზე ჯერ არ საუბრობენ.

“კიდევ ერთხელ, უკვე წერილობით განვაცხადოთ ჩვენი მოთხოვნები და გავხადოთ ეს საჯარო. რადგან ამ დრომდე ეს იყო ერთი-ერთზე შეხვედრები და ესე გაცხადებულად ეს არ ყოფილა, ამიტომ ვთვლით საჭიროდ მოსახლეობამ და ყველამ იცოდეს რაზეა საუბარი”, – თქვა”სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და მოითხოვს ცესკო-ს ხელმძღვანელების შეცვლას და ახალი არჩევნების ჩატარებას.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. მას შემდეგ ელჩები ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებენ. მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ქართულ ოცნებაში“ ამ დრომდე გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას.

მოვისმინოთ ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძის, ირმა ნადირაშვილის,  სერგო ჩიხლაძის ხმები

 

მსგავსი პოსტები

Back to top button