Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გურჯაანში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

განათლების რესურსცენტრს თხოვნით მშობლებმა მიმართეს

89

7 დეკენბრიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადის.
მიზეზი, სკოლის მოსწავლეების მშობლების ერთობლივი განცხადებები გახდა.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, კორონა ვირუსი ყველა სკოლაში არ დაფიქსირებულა, თუმცა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე  დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს

“ვირუსი დაფიქსირდა ზოგიერთ სკოლაში და სპეციალისტების რეკომენდაციით, ის სკოლები  გადადიოდა დისტანციურ რეჟიმზე. ზოგადი ეპიდემილოგიური ვითარების გართულების გამო, მოსწავლეების მშობლების ერთობლივმა განცხადებები დაწერეს. მშობლის სურვილს წინ ვერ აღვუდგებით. უსაფრთხოების ზომები დაცული გვაქვს,თუმცა მშობლებს მაინც შიში აქვთ და ბავშვების სკოლაში გაშვება არ სურთ” – განაცხადა მინდიაშვილმა რადიო ჰერეთთან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სულ 25 საჯარო სკოლაა.
28 ნოემბრიდან,მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები, კახეთში, მხოლოდ ქალაქ თელავს შეეხო.

რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების იმ სკოლებში, სადაც კორონა ვირუსი არ დაფიქსირებულა, სწავლება საკლასო ოთახში მიმდინარეობს

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი