Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალია

60

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი,დღეს 16 საათზე დაიწყება.

ისტორიულ მატჩში ერთმანეთს მეორე ლიგის გუნდები „გაგრა“ და წყალტუბოს „სამგურალი“ დაუპირისპირდებიან. „გაგრას“ ეს ტიტული 2011 წელს აქვს მოგებული, წყალტუბოელებს კი ამ დრომდე ქვეყნის თასი არ მოუგიათ.

ეპიდვითარების გამო ფინალური შეხევდრა ტრიბუნებზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი