კარვები თელავში –ოპოზიციის პროტესტის ტალღა კახეთში
“არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით”, “საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ”- წარწერებით, თელავის თეატრის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა, დღეს, 6 დეკემბრის დილიდან კარავი გაშალეს
გაერთიანებული ოპოზიციის ორი მხარდამჭერი, დედაქალაქიდან კახეთში, 5 დეკემბერს ჩავიდა. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მოქალაქეებს ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
აქტივისტებმა კარავი თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, 5 დუკემბერს საღამოს გაშალეს,კომენდანტის საათის გამო, სამართალდამცავებმა მათ აქციის გაგრძელების უფლება არ მისცეს.
მიზეზად კი კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დეზინფექციის ჩატარება დაასახელეს.
დღესვე, აქტივისტებს “ლეიბორისტული პარტიის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ვარდოშვილი შეუერთდა