მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში ანტიგენის ტესტის ჩასატარებელი კლინიკების რიცხვი გაიზარდა

კახეთში, სწრაფი ანტიგენის ტესტის ჩატარება უკვე 26 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
ტესტირება უფასოა და მისი ჩატარება, უსიმპტომო პირებსაც შეუძლიათ.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, დღის განმავლობაში ტესტირებით, ბევრი მოქალაქე სარგებლობს.

“სწრაფი ანტიგენის ტესტით კორონა ვირუსზე კვლევა უტარდებათ იმ პირებს, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, მაგრამ სურვილი აქვთ, იცოდნენ, აქვთ თუ არა ვირუსი. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ სწრაფი ანტიგენ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით იწყება , უფრო ღრმა, Pჩღ კვლევა “- განაცხადა ჭონიაშვილმა რადიო ჰერეთთან

დღის განმავალობაში, უფასო ანტიგენის ტესტით, ყველა კლინიკაში, 70- დან 90- მდე მოქალაქე სარგებლობს.

კორონა ვირუსზე პაციენტების ტესტირება, მხოლოდ ცხელების ცენტრებში, ან კოვიდ კლინიკებში მიმდინარეობდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემდეგ, ტესტის ჩასატარებელი კლინიკების რიცხვი გაფართოვდა

მსგავსი პოსტები

Back to top button