Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ილია თოფურიას და რომან დოლიძის ტრიუმფი ლას-ვეგასში

86

ილია თოფურიამ UFC-ის მორიგ ქარდზე 32 წლის გამოცდილი ამერიკელი სპორტსმენი დეიმონ ჯექსონი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

23 წლის ქართველს ამ შედეგის მისაღწევად სულ რაღაც 2 წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა.

ოქტაგონზე დაუმარცხებელი რომან დოლიძე ბრაზილიელ ჯონ ალანსს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა,რომ ქართველი, სამივე რაუნდში ჯაბნიდა მეტოქეს, ერთერთი მსაჯის, კრის ლის აზრით, გამარჯვება მეტოქეს უნდა მიკუთვნებოდა.

კომენტატორებისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და არადამაჯერებელი აღმოჩნდა და დოლიძის აშკარა უპირატესობის გამო გამარჯვებულად ქართველი სპორტსმენი გამოაცხადეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი