კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გარყვნილი ქმედების ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს

გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაკავება კახეთის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება.

სამართალდამცავები, მამაკაცს მცირეწლოვან გოგონასთან განხორციელებულ, სავარაუდო გარყვნილ ქმედებას ედავებიან.

პოლიციას თავად მცირეწლოვანის ოჯახმა მიმართა. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მამაკაცს ბრალს დღესვე წაუყენებენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამმართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო , რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდას 5- დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მსგავსი პოსტები

Back to top button