მოზაიკამსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციის დღეს ტრამპი თეთრ სახლს ვეტმფრენით დატოვებს და ფლორიდაში გაემგზავრება. ფლორიდაში ის მხარდამჭერებს შეხვდება და მიტინგზე ოფიციალურად განაცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button