რეგიონისაქართველოსიახლეები

ემიგრანტმა ექიმმა თელავის კოვიდკლინიკას საწოლები გადასცა

წარმოშობით თელაველმა ექიმმა დავით მრელაშვილმა, რომელიც ამერიკაში წლებია სხვადასხვა კლინიკაში მუშაობს ,კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის საწოლები შეიძინა და თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს გადასცა.

დავით მრელაშვილი

მრელაშვილმა, 20 საწოლი ხელოსნების დახმარებით, სტაციონარის საჭიროებებისთვის გადააკეთა.

ქართველი ნევროლოგი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ საქართველოში საავადმყოფოებს საკუთარი ფართის მნიშვნელოვანი ნაწილი აუთვისებელი აქვთ.

“პრინციპში ჯადოსნური არაფერი მომხდარა.ყველაფერი ძალიან მარტივადაა და ამის გაკეთება ყველას შეუძლია. ვკითხე, რა სჭირდებოდათ ყველაზე მეტად.საწოლები გადავაკეთეთ, თავის ასაწევ-დასაწევად, რომ პაციენტისთვის კომფორტული იყოს. საქართველოში საავადმყოფოების დიდ ნაწილს, ფართი აუთვისებელი აქვს.კახეთისათვის ეს იგივეა, თბილისში რომ 200 საწოლიანი სტაციონარი გაკეთდეს” – განაცხადა მრელაშვილმა.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის განმარტებით, საწოლებთან ჟანგბადის მიყვანაც შესაძლებელი იქნება.

“ეს პაციენტებისთვის ძალიან კარგია. ვგეგმავთ საწოლებთან ჟანგბადიც მივიყვანოთ. კერძო ბიზნესმა გადმოგვცა კიდევ 15 ცალი მრავალფუნქციური საწოლი, რომლის შოვნაც ჩვენ ვერ შევძელით. ფართი საკმარისი გვაქვს”- განაცხადა საჩიშვილმა.

დავით მრელაშვილი, ნევროლოგი და ტელე-მედიცინის სპეციალისტია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის 180 საავადმყოფოს ემსახურება.

კახეთში მისი დახმარებით ონლაინ-კლინიკა შეიქმნა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში ბინაზე დატოვებულ კორონა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ემსახურება.

ამერიკელი ექიმი სამედიცინო პერსონალსაც ეძებს, რომელიც საავადმყოფოში დამატებულ საწოლებს მოემსახურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button