მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

ოპოზიციის აქცია კახეთში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ვიქნები აქ და არა, დეპუტატის თბილ ტრიბუნაზე – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა თელავის თეატრის წინ განთავსებულ კარავთან.

გიორგი ბოტკოველი, თეატრის წინ აქციაზე მივიდა და პარლამენტში შესვლაზე, პარტიის უცვლელი პოზიცია გაახმოვანა.
“ოპოზიცია იქნება ხალხთან, რომელსაც ივანიშვილმა გაყალბებით მოპარა არჩევნები. მე ვიქნები აქ და არა თბილ ტრიბუნაზე და კახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, ჩვენს ხმას მთელ საქართველოს გავაგონებთ. ტყუუილად თამაშობს დღეს ხელისუფლება, მოუწევს დათმობა, რადგან ხალხი არ აპატიებს მას, გაყალბებულ არჩევნებს” – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მეხუთე დღეა, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, თელავის თეატრთან , კარავში არიან. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

7 დეკემბერს, აქტივისტებს “ლეიბორისტული პარტიისა” და “ლელო- საქართველოს” წარმომადგენლები შეუერთდნენ.

პარალელურად, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ.

მოლაპარაკებაზე, არჩევნებში, ბარიერ გადალახული პარტიების, ხელისუფლების მიმართ წარდგენილი მოთხოვნები განიხილება

მსგავსი პოსტები

Back to top button