სპორტი

ჩემპიონთა ლიგაში ფინალურ ეტაპზე გასული კლუბები ცნობილია

ევროპის ჩემპიონთა ლიგაში 9 დეკემბერს ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გამოვლინდა.

A ჯგუფში მიუნხენის „ბაიერნმა“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და იმის მიუხედავად, რომ პირველობა ერთი ტურით ადრე ქონდა გაფორმებული, სტუმრებს 2:0 სძლია. „ატლეტიკომ“ „ზალცბურგი“ დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

B ჯგუფში იტალიური „ინტერი“ საკუთარ კედლებში, „სან სიროზე“ დაფიქსირებული უგოლო ფრეს შედეგად, ჯგუფში ჩარჩა, „შახტარმა“ ევროპის ლიგის საგზური მიიღო, ხოლო ესპანურმა გრანდმა, „რეალმა“ და მეორე მიუნხენურმა კლუბმა „გლადბახმა“, შესაბამისად პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს.

C ჯგუფში ყველაფერი შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე იყო გარკვეული და მეტოქეებს დიდი ძალისხმევა აღარ დასჭირვებიათ. პლეი-ოფში „მანჩესტერ-სიტი“ და „პორტუ“ გადავიდნენ.

D ჯგუფში მერსისაიდელები, აუტსაიდერ დანიურ კლუბთან დაზავდნენ და მომდევნო ეტაპის საგზური, ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვეს. ამსტერდამის „აიაქსმა“ ბოლო წუთებზე დათმო შეხვედრა და სტუმრად მყოფ მეტოქე „ატლანტას“ პლეი-ოფის საგზური ფაქტიურად ჯიბეში ჩაუდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button