სპორტი
ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი აღარ ჩატარდება

ფიგურულ ციგურაობაში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) მიიღო.
2020-2021 წლების სეზონზე არც გრანპრის ფინალი გაიმართება, რომელიც 10-13 დეკემბერს, პეკინში უნდა ჩატარებულიყო. ჩინეთის ხელისუფლებამ ასპარეზობის მასპინძლობაზე უარი განაცხადა.
ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2021 წლის 25 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლთ იყო დაგეგმილი, თუმცა ISU-ს საბჭოს სხდომაზე, ორივე ტურნირის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გასულ სეზონზე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი მორის ყვითელაშვილი გახდა.