სპორტი

ზიდანი „რეალიდან“ მიდის

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მომავალი წლის ზაფხულში თანამდებობას თავისი ნებით დატოვებს, – ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, წასვლის მიზეზი, კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან უკმაყოფილებაა. მათი შეთანხმება, რომ 2020 წლის ზაფხულში სამეფო კლუბის ადმინისტრაცია პოლ პოგბას, სადიო მანესა და ედუარდო კამავინგას შეიძენდა, – არ შესრულდა.

ესპანური მედიის ცნობით, ზინედინ ზიდანმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა კლუბის პრეზიდენტს, რომელიც თავის მხრივ ფრანგი სპეციალისტისთვის წინააღმდეგობის გაწევას საერთოდ არ აპირებს. მეტიც, პერესს უკვე შერჩეული ყავს მთავარი მწვრთნელობის კანდიდატები და მზადაა, მადრიდის „რეალის“თავკაცის პოზიციაზე მიიწვიოს ან მაურისიო პოჩეტინო ან რაულ გონსალეს ბლანკო.

რაც შეეხება თავად „ზიზუს“, ის სამწვრთნელო კარიერას კვლავაც გაააგრძელებს. სახელდება სავარაუდო გუნდები: საფრანგეთის ეროვნულ ნაკრები, „პარი სენ-ჟერმენი“ და ტურინის „იუვენტუსი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button