სპორტი

2021 წელს თბილისი გრან-სლემს უმასპინძლებს

ინიციატივა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას (IJF) ეკუთვნის. თბილისის „გრან-პრის“, მომავალი წლიდან სტატუსი შეეცვლება და უფრო პრესტიჟულ, საერთაშორისო ტურნირის უმაღლეს სტატუსს მიიღებს.

თბილისის გრან-სლემი 2021 წლის 28-30 მარტში გაიმართება, სწორედ იმ დროს, როცა თბილისის გრან-პრი იყო ჩანიშნული.

საერთაშორისო ფედერაციამ ერთი კვირის წინ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ადმინისტრაციას და მათგან დასტურის წერილიც მიიღო.

IJF-ის საერთაშორისო კალენდარში აღნიშნული ცვლილება უახლოეს მომავალში აისახება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე გრან-სლემი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა და საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა, გელა ზაალიშვილმა და ლევან მათიაშვილმა ბრინჯაოს სინჯის მედლები მოიპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button