Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პირველი ქალი ასტრონავტი მთვარეზე 2024 წელს გაივლის

NASA-მ უკვე დაასახელა 18 ასტრონავტი, რომელიც მთვარის მისიაში "არტემისი" მიიღებს მონაწილეობას

133

55 წლის შემდეგ, 2024 წელს ნასა მთვარეზე დაბრუნდება.
NASA-მ უკვე დაასახელა 18 ასტრონავტი, რომელიც მთვარის მისიაში “არტემისი” მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი ცხრა კაცისგან და ცხრა ქალისგან შედგება. მათ შორის ორი ასტრონავტი (გენდერული ბალანსით: ქალი და მამაკაცი) 2024 წელს მთვარის ზედაპირზე გაივლის.
პროგრამის სახელწოდება არსებული გენდერული ბალანსის და ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთის, არტემისის (იგივე არტემიდა) საპატივცემულოდ შეირჩა.

ასტრონავტები აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე დაასახელა.

„წარმოგიდგენთ მომავლის გმირებს, რომლებიც მთვარეზე დაგვაბრუნებენ“, – განაცხადა პენსმა.

მისიაში მონაწილეთა სია ასე გამოიყურება: ჯოზეფ აკაბა, კაილა ბერონი, რაჯა ჩარი, მეთიუ დომინიკი, ვიქტორ გლოვერი, უორენ ჰობურგი, ჯონი კიმი, კრისტინა კოხი, კიელ ლინდგრენი, ნიკოლ მენი, ენნ მაკკლეინი, ჯესიკა მირი, ჯესმინ მოგბელი, კეიტ რუბინსი, ფრენკ რუბიო, სკოტ ტინგლი, ჯესიკა უოტკინსი, სტეფანი უილსონი.

სტეფანი უილსონი კოსმოსში უკვე სამჯერ იყო, კრისტინა კოხი რეკორდის მფლობელია ქალთა შორის კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი მისიით, ვიქტორ გლოვერმა კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის ხომალდით, Crew Dragon-ით იმგზავრა

NASA-მ უკვე წარადგინა ასტრონავტების ახალი აღჭურვილობა, რომლითაც მისიის მონაწილე ასტრონავტები და მათ შორის პირველი ქალი ასტრონავტი მთვარეზე 55 წლის შემდეგ დაბრუნდებიან.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი