კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველო

ბადრი ესებუას ძმა სავარაუდოდ მასთან კავშირის გამო დააკავეს

რადიო “თბილისის” ინფირმაციით, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, სავარაუდოდ მასთან კავშირის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა.

ბიძინა ესებუას დააკავების სპეც-ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

რადიო თბილისის ინფორმაციით, ესებუების საცხოვრებელ სახლში დამატებითი ჩხრეკა მიმდინარეობს.

ესებუამ სამართალდამცველების გამოჩენისთანავე გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ დროულად დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის მეორე დღეს ბადრი ესებუა დეიდის სახლში იმალებოდა, სადაც მას ძმამ, ბიძინა ესებუამ მიაკითხა და მალულად ტყეში წაიყვანა.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული ბადრი ესებუა, საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარით 21 ოქტომბერს შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ბადრი ესებუაზე ძებნაა გამოცხადებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button