„ბორუსია“ მწვრთნელის გარეშე დარჩა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/ფავრი-2.jpg)
საკუთარ მოედანზე „შტუტგარდთან“ 1:5 წაგების შემდეგ კლუბის ადმინისტრაციამ 63 წლის სპეციალისტი ლუსიენ ფავრი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გარდა ამისა, შვეიცარიელს ბოლო 5 შეხვედრაში 3 წაგება არ აპატიეს.
ჩემპიონთა ლიგაზე ფავრის მომზადებულმა გერმანულმა კლუბმა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ბუნდესლიგაში სათანადოდ ვერ გამოიყურება, რაც11 ტურის შემდეგ ლიდერ „ლევერკუზენთან“ 6 ქულიანი ჩამორჩენით გამოიხატება.
ლუსიენ ფავრი დორტმუნდის „ბორუსიას“ 2018 წლის 1 ივლისიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 110 მატჩიდან 68 მოიგო, 18-ჯერ დაზავდა მეტოქესთან და 24 შეხვედრაში დამარცხდა.
„ბორუსიას“ დროებით, ფავრის ყოფილი ასისტენტი, 38 წლის ედინ ტერზიჩი უხელმძღვანელებს. ზაფხულის სეზონიდან კი კლუბს მარკო როზე ჩაუდგება სათავეში, რომელიც ამჟამად მიუნხენ „გლადბახის“ მოქმედი მთავარი მწვრთნელია.