მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ირაკლი კობახიძე მოლაპარაკების მაგიდის “აყირავებაში” ოპოზიციას ადანაშაულებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არსებობს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსი.

კობახიძის თქმით, ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციამ მიზანს მიაღწია და პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებამდე ააყირავა მოლაპარაკებების მაგიდა.

მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ელჩებს შეხვედრის გადადებაზე თავად აცნობეს.

“პროგრესი იყო ძალინ მნიშვნელოვანი პოზიციების დაახლოების კუთხით, თუმცა, ერთი დღით ადრე რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა “მაგიდის აყირავება” და გამოვიდა იმ დროისთვის – მათ უნდოდათ პარლამენტის პირველ სხდომამდე ჩაეშალათ მოლაპარაკებები და ამას სამწუხაროდ მიაღწიეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს”, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე ჩანიშნული შეხვედრების მე-5 რაუნდი მოულოდნელად ჩაიშალა. ოპოზიცია ამის მიზეზად ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ასახელებდა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ცესკოს რეგისტრაციიდან შესაძლო მოხსნას უკავშირდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button