Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბრიტანელი მწერალი ჯონ ლე კარე გარდაიცვალა

მწერლის ოჯახის ცნობით, ლე კარეს პნევმონია ჰქონდა

82

ბრიტანელი მწერალი ჯონ ლე კარე (ნამდვილი სახელი დევიდ კორნუელი) 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მწერლის გარდაცვალების მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა, რომელიც კორონავირუსს არ უკავშირდება. მწერლის ოჯახის ცნობით, ლე კარეს პნევმონია ჰქონდა.

ჯონ ლე კარე ათობით ჯაშუშური რომანის ავტორია, რომლებიც 36 ენაზეა ნათარგმნი.
იგი 1931 წელს, ქალაქ პულში დაიბადა.

1950-1960 წლებში უსაფრთხოების სამსახურისა და საიდუმლო დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.

მწერალმა თავისი პირველი რომანი „ზარი გარდაცვლილს“ 1961 წელს გამოაქვეყნა. ლე კარეს რომანების მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული.

მისი მესამე რომანი, „სიცივიდან მოსული ჯაშუში“, ბესტსელერად იქცა და დღემდე რჩება მის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.

2011 წელს ლე კარე გოეთეს მედლით დააჯილდოვეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი