კრიმინალიმნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით “ქართულმა ოცნებამ” დეპუტატები ვერ მოისყიდა

„მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც არ გაიყიდა“ -ამ სიტყვებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალური ქსელით ყველა იმ დეპუტატს მიმართა, ვინც პარლამენტში შესვლაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, პარლამენტის დეპუტატებს ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოში შესვლის სანაცვლოდ 2-3 მილიონ დოლარს სთავაზობდა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ასეთი შემოთავაზებისა, ამ დეპუტატებმა ქართველი ხალხის გვერდში დგომა ამჯობინეს.

“მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, სინამდვილეში გამარჯვებული კოალიციის თითოეულ წვერს, რომელიც არ შევიდა “ბუტკაში”…საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, ეს არის უკანონო ორგანო, იმიტომ რომ იმ დასკვნების ფონზე, ლაპარაკის ფონზე, იმის ფონზე რაც იყო, იმის ფონზე, რომ თითო დეპუტატს, ვინც თვითონ გამოაცხადეს დეპუტატად, 2-დან 3 მილიონ დოლარამდე “ქეშს” სთავაზობდნენ, წინა დღეებში, ისტერიულად, ივანიშვილის შიკრიკები…

ამ ხალხის უმეტესობა არის ხელმოკლე, მე ხომ ვიცნობ რა ხალხიც არის, ეს ხომ არ არიან მილიონერები, როგორებიც ივანიშვილმა შეიყვანა, მათთვის ის ხელფასი, რამდენიმე ათასი ლარიც ძალიან დიდი ხელფასია ამ ხელმოკლეობის პირობებში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

11 დეკემბერს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში , ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან

მსგავსი პოსტები

Back to top button