მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

სამოქალაქო აქტივისტებმა თელავში საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს

დღეს დილიდან, თელავის თეატრთან განთავსებულ კარვებში მყოფმა სამოქალაქო აქტივისტებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს.

აქტივისტები, პოლიციის შენობასთან, აქციას ჩაატარებენ და ძალადობას გააპროტესტებენ.
მსვლელობის მოწყობა, კარავთან, 13 დეკემბრის ღამეს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა აქციის მონაწილეებს, ადგილობრივების ჯგუფი დაუპირისპირდა.

აქტვისტების ინფორმაციით, ჯგუფს, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული , პარკ ნადიკვარზე მდებარე რესტორნის მფლობელი, ლადო საყვარელიძე ხელმძღვანელობდა.

ოთხი მანქანით კარავთან მისულმა ადგილობრივებმა, აქციის მონაწილეებს, პოლიციელების თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათთან ფიზიკური დაპირისპირება სცადეს.

აქტივისტებს თბილისიდან ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

უკვე 11 დღეა, თელავის თეატრის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერებს, ორი კარავი აქვთ გაშლილი და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button