მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

ხმაური თელავის მერიასთან

ამ წუთებში, ხმაურია თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ოპოზიციის აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მერიის შენობასთან შეკრებილ აქტივისტებს პოლიციის კორდონმა შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა.

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ნარსიას ინფორმაციით, მათ მერთან შეხვედრა, ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო სურთ, როცა მათთან ადგილობრივების ჯგუფი მივიდა და კარვის დანგრევით დაემუქრა.

“ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანების ნაწილი არიან მერიის თანმშრომლები და გვსურდა მერისთვის მშვიდობიანად გაგვეზიარებინა ჩვენი წუხილი. დაგვახვედრეს აქ პოლიციის კორდონი, რომელმაც არ მოგვცა გადაადგილების საშუალება “- განაცხადა ნარსიამ.

აქტივისტებმა მსვლელობა დღეს, დილით, თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და მოსახლეობას ძალადობის გაპროტესტებისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, 11 დღეა, თელავის თეატრის წინ, კარვებში მყოფი ოპოზიციის მხარდამჭერები, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ

მსგავსი პოსტები

Back to top button