Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელები ჩემპიოთა ლიგის პირველ მატჩს დღეს გამართავენ

70

„დინამოს“ წყალბურთელები ევროპულ სეზონს იტალიურ „ბრეშასთან“ დაპირისპირებით იწყებენ.

მატჩი საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონი ევროპის სხვა ქვეყნების უძლიერეს კლუბებთან ერთად B ჯგუფში მოხვდა.

ჩვენების მეტოქეები იტალიელების გარდა ევროპულ ტურნირზე იქნებიან მონტენეგროს, გერმანიის, ესპანეთის და უნგრეთის ლიდერი გუნდები.

ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონზე თბილისის „დინამოს“ რევაზ ჩომახიძის ნაცვლად გელა ტუკვაძე უთავკაცებს.კლუბი დატოვეს მოქმედმა წყალბურთელებმაც.

სამაგიეროდ, „დინამოელთა“ რიგებში გამოცდილი ლეგიონერები ჩაირიცხნენ: მონტენეგროელი წინახაზელი იოვან სარიჩი და მსოფლიო თასის მფლობელი,სერბი დუშან ვასიჩი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი