Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სამხრეთ ამერიკაში მზე დაბნელდა

მოვლენის დანახვა შესაძლებელი იყო ჩილეს, არგენტინისა და ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილის გარკვეული ტერიტორიებიდან

114

ამერიკის სამხრეთ ნახევარსფერო მზის სრული დაბნელების თვითმხილველი გახდა.

მოვლენის დანახვა შესაძლებელი იყო ჩილეს, არგენტინისა და ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილის გარკვეული ტერიტორიებიდან. სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის უფრო ვრცელი რეგიონებიდან კი ნაწილობრივი დაბნელება მოჩანდა.

მიუხედავად იმისა, რომ მზის დაბნელება წელიწადში რამდენჯერმე ხდება, სრული დაბნელება იშვიათია და ეს მოვლენა 2020 წელს პირველი და უკანასკნელი იყო.

მზის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწის პერსპექტივიდან მთვარე მზის წინ გაივლის. როდესაც ზუსტად ერთ ხაზზე განლაგდებიან, მთვარე მზის მთლიან დისკოს ფარავს და იწვევს მის სრულ ჩაბნელებას. ამ მომენტამდე და ამის შემდეგ კი მზე ნაწილობრივ დაბნელებული ჩანს.

მზის სრული დაბნელება სავსე მთვარეობას დაემთხვევა. ამ დროს მზე მთვარე და დედამიწა ერთ მწკრივში განლაგდნენ.

მზის სრული დაბნელება 2 წუთი და 10 წამი გაგრძელდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი