კულტურამოზაიკამსოფლიო

„შრეკი“ და „ბნელი რაინდი“ აშშ-ის ფილმების ეროვნულ რეესტრში შეიტანეს

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ფილმების ეროვნულ რეესტრს კიდევ 25 კინოსურათი შეემატა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს შერჩეულ ფილმებს შორის მოხვდნენ: კრისტოფერ ნოლანის „ბნელი რაინდი“ (2008), „ძმები ბლუზები“ (1980), და მულტფილმი „შრეკი“ (2001).

ფილმების ეროვნულ რეესტრში, რომელიც ქვეყანაში 1989 წლიდან ფუნქციონირებს, ყოველწლიურად „კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური ღირებულების“ მქონე სურათები ხვდება.
შერჩევის კიდევ ერთი პირობაა, რომ ფილმი სულ მცირე 10 წლის უნდა იყოს.

ამ დროისთვის რეესტრში 800-ზე მეტი ფილმი ისეთ პირობებში ინახება, რომლებიც ფირს და ციფრულ ასლებს გაფუჭებისგან იცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button