Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

16 წლის იუსუფ მუკოკო – ბუნდესლიგის რეკორდსმენი

67

ბრემენში სტუმრად მყოფმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ მოედანზე 16 წლის და 25 დღის ფეხბურთელი იუსუფ მუკოკო გამოიყვანა.

გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში მუკოკო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

მატჩი „ვერდერის“ სტადიონზე გაიმართა და შეხვედრა მასპინძლებმა ანგარიშით 1:2 დათმეს.

გერმანელი ვუნდერკინდის შესახებ ევროპული პრესა ჯერ კიდევ 3 წლის წინ წერდა. დორტმუნდის ახალგაზრდულ გუნდებში ჩატარებულ 86 მატჩში მას 128 გოლი აქვს გატანილი.

იუსუფ მუკოკო „ბორუსიას“ ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მას შემდეგ შეიყვანა, რაც ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელს მიმდინარე წლის 20 ნოემბერს 16 წელი შეუსრულდა.

ამ დრომდე რეკორდსმენად ნური შაჰინი ითვლებოდა. თურქი ფეხბურთელი გერმანიის ჩემპიონატში 16 წლის და 335 დღის ასაკში დორტმუდის „ბორუსიას“ რიგებში გამოჩნდა. ასე,რომ ბორუსია ამ მხრივაც ლიდერია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი