„ატალანტას“ კაპიტანი ალეხანდრო გომესი კლუბიდან მიდის
იტალიური კლუბის არგენტინელმა ლიდერმა, ალეხანდრო გომესმა მთავარ მწვრთნელთან, ჯან პიერო გასპერინისთან დაპირისპირების გამო გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.
კონფლიქტი, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში,:მიდტიულანდთან“ მატჩის შესვენებაზე მოხდა, რის შედეგადაც გომესი მეორე ტაიმში აღარ გამოჩენილა.
არადა, მიმდინარე სეზონზე,ზაფხულში გომესს საუდის არაბეთი საფეხბურთო კლუბი „ალ ნასრი“ ითხოვდა.
არაბული კლუბის ხელმძღვანელობა არგენტინელის სანაცვლოდ იტალიურ კლუბს 15 მილიონ ევროს სთავაზობდა. თავად გომესი კი წელიწადში 7,5 მილიონ ევროს მიიღებდა.
მაშინ „ატალანტას“ კაპიტანმა სარფიან წინადადებაზე უარი თქვა და იტალიაში დარჩენა ამჯობინა.
არგენტინელი ლეგიონერი სექტემბრის თვეში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ალეხანდრო გომესმა მომხდარ ფაქტზე მცირე კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა და აღნიშნა, რომ სრულ სიმართლეს ქომაგებს, იანვარში მისი გუნდიდან წასვლის შემდეგ მოუყვება.