Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი კვესელაძე ინგლისის პრემიერშიფში ითამაშებს

33

საქართველოს ნაკრების 23 წლის მორაგბე გიორგი კვესელაძე მომავალი სეზონიდან ინგლისურ კლუბ „გლოსთერს“ შეუერთდება.

შემოდგომის ერთა თასზე მისი წარმატებული თამაში არ გამოპარვია ევროპის წამყვან კლუბებს. კვესელაძეს რამდენიმე შემოთავაზება ქონდა, თუმცა ქართველმა შემტევმა „გლოსთერი“ ირჩია და კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„გლოსთერი“ 147 წლიან ისტორიას ითვლის.მის აქტივშია პრემიერშიფის 5 გზის ვიცეჩემპიონის და 2 გზის ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულის ტიტულები.

გიორგი კვესელაძე პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც პრემიერშიფში ითამაშებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი