Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შოთა არველაძის „ფახთაქორი“ დუბლს უმიზნებს

97

ტაშკენტის „ფახთაქორი“ უზბეკეთის ჩემპიონობის განაღდების შემდეგ ქვეყნის თასის მოგებასაც გეგმავს.

თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში შოთა არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა „კოკანდ 1912“ ანგარიშოთ 3:0 დაამარცხა და გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინშია.

ქართველმა თავკაცმა და მისმა ასევე ქართველმა ასისტენტებმა არჩილ არველაძემ და გოჩა ტყებუჩავამ შარშანდელი სეზონი უზბეკურ კლუბში ჩემპიონატის და თასის მოგებით დაასრულეს.

„ფახთაქორის“ სამწვრთნელო შტაბი მიმდინარე სეზონზე შედეგის განმეორებასთან ახლოსაა

47 წლის სპეციალისტი სპორტულ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხავს,რომ კლუბის გასაძლიერებლად ფეხბურთელები საქართველოდან მიიწვიოს.

არველაძე მოთამაშეების შერჩევის პროცესს სიფრთხილით ეკიდება და ამბობს,რომ სასურველია ლეგიონერი ადგილობრივებს ბევრად სჯობდეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი