მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება”ოპოზიციას დაფინანსების შეჩერებით ემუქრება

პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა მიმართული. ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.

“პარლამენტში ინიციატივით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ სხდომებს. კანონპროექტით, პარტიას, რომელსაც შეუწყდება საპარლამენტო მანდატები ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან 1 წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით”, – განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნული კანონპროექტების პაკეტს, პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას დაამტკიცებს.

მოვისმინოთ ირაკლი კობახიძის განცხადება

მსგავსი პოსტები

Back to top button