სპორტი

დღეს თბილისის „დინამოს“ წყალბურთელები მონტენეგროს „იადრანს“ ხვდებიან

ჩემპიონთა ლიგაში განცდილი 2 მარცხის შემდეგ ქართველი წყალბურთელები მონტენეგროელებთიან სცდიან ბედს.

იტალიურ „ბრეშასთან“ დინამოელები დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ. ჩვენებურები მატჩის პირველ მეოთხედს იგებდნენ კიდეც, თუმცა საბოლოო ანგარიში 6 ქულიანი სხვაობით დაფიქსირდა და 9:15 დასრულდა.

მიმდინარე გათამაშების მეორე შეხვედრა „დინამომ“ ესპანურ „ბარსელონეტასთან“ გამართა. ჯგუფის ფავორიტს ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და თამაში ანგარიშით 5:17 დათმეს.

ბუდაპეშტური ბაბლის ბოლო შეხვედრას ქართველი წყალბურთელები დღეს, თბილისის დროით 17 საათზე გამართავენ. მათი მეტოქე მონტენეგროს „იადრანი“ იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button