დაფინანსების შეყვეტას ოპოზიცია სტრასბურგში გაასაჩივრებს
ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, სტრასბურგში გასაჩივრდება-ამის შესახებ ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ.
პარტიის ლიდერები ავტორიტარიზმად მიიჩნევენ ირაკლი კობახიძის მუქარას კანონპროექტების ინიცირების შესახებ. მათი თქმით, ხელისუფელებას შანტაჟით არაფერი გამოუვა და ოპოზიცია ისევ გააგრძელებს ბრძოლას ახალ არჩევნებამდე.
“არ სურთ, რომ ქვეყანაში ისმოდეს ოპოზიციური ხმა და განსხვავებული აზრი. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ იმიტომ არ დაგვითმია საპარლამენტო მანდატები, და იმიტომ არ ვთქვით უარი პარლამენტზე, რომ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილის ეს ქვეყანა, ბრძოლა გაგრძელდება მანამდე სანამ არ დაინიშნება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები”, – ამბობს “ენმ”-ის წევრი, ზაალ უდუმაშვილი
შეგახსენებთ, პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც
ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.
აღნიშნული კანონპროექტების პაკეტს, პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას დაამტკიცებს.
მოვისმინოთ ზაალ უდუმაშვილის, გიგა ბოკერიას, საბა ბუაძის,დავით ბერძენიშვილის განცხადებები