Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ფიფამ საუკეთესოები გამოავლინა.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა

70

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარებულ დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომელიც კოვიდპანდემიის წესების დაცვით გაიმართა, -მსოფლიო ფეხბურთის მმართველომა ორგანომ წლის საუკეთესოები გამოავლინა.

საუკეთესო კაცი ფეხბურთელის პრიზზე წარდგენილნი იყვნენ ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და რობერტ ლევანდოვსკი. პირველი ადგილი „ბაიერნის“ თავდამსხმელს, პოლონელ ლევანდოვსკის ერგო.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად „მანჩესტერ-სიტის“ მოთამაშე, ინგლისელი ლუსი ბრონზი დასახელდა.
ფრანგული კლუბის, „ლიონის“ მეკარე სარა ბუჰადი წლის საუკეთესო ქალი-მეკარე გახდა.

მამაკაც გოლკიპერთა შორის დიდი კონკურენცია გაიმართა. შესაბამისად: მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ლივერპულელ ალისონ ბეკერს და ატლეტიკოს კარის მცველ იან ობლაკს პირველობა არ დაუთმო მიუნხენის „ბაიერნის“ გერმანელმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა.

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, უნგრელი ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზის მფლობელი სამხრეთ კორეელი სონ ჰუნ მინი გახდა. პრემიერლიგაზე, 2019 წლის 7 დეკემბერს „ტოტენჰემის“ და „ბარნლის“ მატჩში, სონ ჰუნ მინიმ წლის საუკეთესო გოლი გაიტანა.

„ლივერპულის“ გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში „ლიდსის“ ტრენერს, მარსელო ბიელსას და „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს, ჰანს დიტერ ფლიკის გადაუსწრო.

წლის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული კრისტინ სინკლერმა მოირგო. განვლილ სეზონზე სინკლერმა, კანადის ქალთა ნაკრების მაისურით,186 გოლი გაიტანა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი