Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთი დისკვალიფიკაციით დასაჯა

71

რუს სპორტსმენებს საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში თავიანთი ქვეყნის სახელით და რუსული დროშის გამოყენებით ასპარეზობა 2024 წლის ჩათვლით აეკრძალათ.

მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში არსებული დარღვევების გამო,მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთი 4 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, თუმცა შემდეგ შეზღუდვა 2 წლამდე შეამცირა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ, რის შედეგადაც საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას მხოლოდ ის სპორტსმენები შეძლებენ,რომლებიც მკაცრ დოპინგშემოწმებას გაივლიან და არსებულ კრიტერიუმებს დაექვემდებარებიან.

ამას გარდა, რუსეთის წარმომადგენლებს საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებში, ხელმძღვანელი პოსტების დაკავებაც აეკრძალებათ.

სანქციები, რუსეთში დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებასაც შეეხება, თუმცა მიუხედავად ამისა, მსოფლიო სადოპინგო სააგენტომ დისკალიფიცირებულ ქვეყანას 2021 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობის უფლება მისცა, ასევე, ნება დართო 2022 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა ჩაატაროს, რომელიც სანკტ-პეტერურგის სტადიონზეა დაგეგმილი.

სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში,თუ რუსეთი მსოფლიოს 2022 წლის ყატარის მუნდიალზე შესარჩევ ეტაპს გადალახავს, მას ნეიტრალური დროშით და ეროვნული ჰიმნის გარეშე მოუწევს მონაწილეობის მიღება.

რუსი სპორტსმენები 2 ოლიმპიადასაც გამოტოვებენ.

ტოკიოს და და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი