მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

უკონკურენტო გარემო ტენდერში და შემცირებული საახალწლო ნობათი ლაგოდეხში

ლაგოდეხში, საახალწლო ტკბილეულის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში, მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს.

შეთავაზება, ქუთაისში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, “ახალგაზრდულ ცენტრს” ეკუთვნის. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 54. 575 ლარის ღირებულების ტენდერში, კომპანიამ, შეთავაზება კიდევ უფრო დაბალ ფასზე, 42 ათას ლარზე გააკეთა.

პირობების მიხედვით, მერიისთვის შპს ” ახალგაზრდულმა ცენტრმა” საახალწლო ტკბილეული, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 1500 ოჯახისათვის უნდა შეიძინოს.

კომპანიის მიერ შეთავაზებული წინადადება შერჩევა- განხილვის პროცესშია და ახალგაზრდულმა ცენტრმა, მერიას ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.
სახელმწიფო შესყიდვების სპეციალურ გვერდზე, ზოგიერთი მიმწოდებელი წერდა, რომ ტენდერის პირობები, ერთ კონკრეტულ იურიდიულ პირზე იყო მორგებული.

ამ და ტენდერთან დაკავშირებული სხვა დეტალების გასარკვევად, რადიო ჰერეთის სატელეფონო ზარებს, მერის მოადგილემ, სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ არ უპასუხა.

პრედენტენტი კომპანიის, შპს ” ახალგაზრდული ცენტრის” დირექტორმა, ნატალია პატარიძემ კი, რადიო ჰერეთთან განმარტა, რომ მას ტენდერებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს.

” 2014 წლიდან ვმონაწილეობთ სხვადასხვა სახის ტენდერებში. ლაგოდეხის მერიის გამოცხადებულ ტენდერში, წინადადება პირველად შევიტანეთ. არანაირ წინასწარ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, გამოცხადდა ტენდერი, ვცდილობთ მოვიგოთ. ჯერ აუდიტის დასკვნა უნდა წარვადგინოთ,თუ ხელშეკრულება გაფორმდება, ნამდვილად ხარისხიან პროდუქციას წარვადგენთ” – განაცხადა პატარიძემ.

მოსახლეობისათვის გათვალისწინებულ სასაჩუქრე პაკეტში, ასაწონი შოკოლადი სუფლეთი, არანაკლებ 500 გრამისა, ასაწონი შოკოლადი, სნიკერსისმაგვარი, არანაკლებ 500 გრამისა, კრუასანი, არანაკლებ 60 გრამისა, ნამცხვარი რულეტი, არანაკლებ 190 გრამისა, ვაფლის ტორტი, არანაკლენ 250 გრამისა, კაკლის გოზინაყი, არანაკლებ 280 გრამისა და ერთ ლიტრიანი, მუყაოს შეფუთვიანი, ხილის წვენი შედის.
პაკეტების მიწოდების ვადა, არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბერია.

შპს ” ახალგაზრდულ ცენტრთან” ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ერთი ოჯახისათვის გადასაცემი ნობათის ღირებულება, 28 ლარი იქნება.

2019 წელს, წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საახალწლო ღონისძიებებისათვის, თითქმის 40 ათასი ლარი დახარჯა. საახალწლო კონცერტის მონაწილეებისათვის გათვალისწინებული, 22 ათასი ლარის ოდენობის ჰონორარი, მერიამ ცალკე გადაიხადა.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button