მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

მინისტრთა კაბინეტის მოსმენის პარალელურად პარლამენტის წინ აქცია იმართება. აქციის მონაწილეებს საბჭოთა კავშირის ჰიმნი აქვთ ჩართული.

სამოქალაქო აქტივისტები პროტესტისკენ მოსახლეობასაც მოუწოდებენ . ისინი ამბობენ, რომ პარლამენტთან გაშლილ კარავში ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე დარჩებიან.

შეგახსენებთ, სამთავრობო გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები უსმენენ.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. მათმა უმეტესმა ნაწილმა საარჩევნო სიების რეგისტრაცია გააუქმა და მანდატებზეც უარი თქვა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს:
ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.

სწორედ ამის გამო,მეათე მოწვევის პარლამენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია.

პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button