სპორტი

მოჰამედ სალაჰი ლივერპულიდან წასვლას გეგმავს

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა იმის შესახებ,რომ სალაჰით „რეალი“ და „ბარსელონა“დაინტერსდნენ, – ინგლისურ პრესაში, ამ საკითხის გარშემო, ეგვიპტელის აზრი იკითხეს. მოჰამედ სალაჰი ამბობს,რომ ენფილდზე თავს კარგად გრძნობს, თუმცა გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. საფეხბურთო წრეებში ასეთი პასუხი ირიბი მინიშნებაა იმის, რომ სალაჰი წასვლაზე ფიქრობს.

მერსისაიდელთა 11 ნომერი წასვლა-დარჩენაზე ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა მისი ყოფილი თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში მოჰამედ აბუტიკა მედიასთან აცხადებს, რომ სალაჰი ლივერპულში უკმაყოფილოა და უბედურიც კი. მისი გაბრაზების ერთერთი მიზეზი „მიდტიულანდთან“ კაპიტნის სამკლაურის გარეშე თამაშია.

აღსანიშნავია, რომ 19 დეკემბერს, „კრისტალთან“ შეხვედრაში კლოპმა ის ძირითადში არ დააყენა და მეორე ტაიმში, სადიო მანეს მაგივრად შეიყვანა. სწორედ იმ ფეხბურთელის, რომელთანაც კონფლიქტი აქვს ეგვიპტელს.

ამ მატჩში, რომელიც 7:0 დამთავრდა, შეცვლაზე შესულმა მოჰამედ სალაჰმა 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button